მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ე.წ ესტონური მოდელი საშეღავათოა და ის ბანკებს არ სჭირდებათ - დავითაშვილი

638de5ebc6aff
მარიამ ვარადაშვილი
05.12.22 16:34
618

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელი, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ამოქმედდა, ამ ეტაპზე საბანკო სექტორს არ სჭირდება. დავითაშვილის თქმითვე, ეს მოდელი ხელშემწყობი მექანიზმია და ის საქართველოს საბანკო სისტემას მაჩვენებლებიდან გამომდინარე, არ სჭირდება.

“ვხედავთ, რომ დღეს საბანკო სექტორი არის ძლიერი, წამყვანი და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ქართული ეკონომიკისთვის საამაყო. დღეს ასევე ვხედავთ, რომ საბანკო სექტორი მნიშვნელოვნად განვითარებულია, მაშინ როცა ესტონური მოდელი ძირითადად საშეღავათოა და ამიტომ ბანკებს არ სჭირდებათ ამ ეტაპზე ეს მოდელი. ამ საკითხზე იყო ბანკებთან კომუნიკაცია და ეს გადაწყვეტილება მათთან კომუნიკაციის შედეგადაც იქნა მიღებული. ეს არ არის ცალმხრივი გადაწყვეტილება და ძალიან მკაფიო ლოგიკა არსებობს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით", - განაცხადა დავითაშვილმა.

მოგების გადასახადის ესტონური მოდელი საქართველოში 2017 წელს ამოქმედდა. ამ მოდელით რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი მოგების გადასახადისგან თავისუფლდება. თუმცა, ეს არ ეხებოდა ბანკებს, რომელთა შემთხვევაშიც აღნიშნული მოდელი 2023 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო.

დღეს კი, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საბანკო სექტორი ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადავა და ამის მიზეზად წელს ბანკების გაზრდილი მოგება დაასახელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები