მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. გამყოფი ხაზის სოფლებში ბუნებრივი აირის გადასახადის დასაფარად მთავრობამ 3 მლნ-მდე გამოყო

5e05a92fc95f2
ინგა მურუსიძე
27.12.19 12:00
877
ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით 3 მილიონამდე ლარი გამოიყო.

პრემიერის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, 193 800 ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო და იმ ოჯახებისთვის არის გათვალისწინებული, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული ბუნებრივი აირის აბონენტად.

ზემოაღნიშნული თანხიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია - 76 400 ლარი, ონის მუნიციპალიტეტისთვის - 54 800 ლარი, დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის - 54 800 ლარი, ხოლო საჩხერის მუნიციპალიტეტისთვის - 7 800 ლარი.

ამავე განკარგულების თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბიუჯეტიდან უნდა გამოყოს 2 578 000 ლარი, რაც იმ ოჯახებისთვის იქნება გათვალისწინებული, რომლებიც რეგისტრირებული არიან ბუნებრივი აირის აბონენტად.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ აბონენტზე 200 ლარია გათვალისწინებული.

პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, გაცემული ერთჯერადი დახმარება არ წარმოადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების საფუძველს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები