მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. ყალბი დღგ-ის მორიგი საქმე: 2 პირი პასუხისგებაში მიეცა

61bc2aa6bcee7
ვიქტორია მღებრიშვილი
17.12.21 10:23
495
საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორი პირი პასუხისგებაში მისცა - ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა, დამატებული ღირებულების გადასახადის ყალბი აქტივების შექმნის გზით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი 3 კომპანიის სახელით, ურთიერთშორის მოახდინეს 249 900 ლარის ღირებულების საპროექტო მომსახურების მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაწერა, რა გზითაც ერთ-ერთ კომპანიას უსაფუძვლოდ წარმოეშვა 38 120 ლარის ზედმეტობა, რომელიც შემდგომში გამოიყენეს ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარად, ხოლო მეორე კომპანიამ უსაფუძვლოდ შეიქმნა საპროექტო სამუშაოების განხორციელების გამოცდილება, რაც ბრალდებულს შემდგომში უნდა გამოეყენებინა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად.

„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები