მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EXXON MOBIL-მა $60 მილიარდად PIONEER RESOURCES შეისყიდა

exxon

მარეგულირებლის მხრიდან მწვანე შუქის ანთების შემდეგ, ამერიკულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა Exxon Mobil-მა 60 მილიარდ დოლარად Pioneer Resources შეისყიდა, რაც მიმდინარე წლის ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგებაა. მსგავსი მასშტაბის ტრანზაქცია Exxon-ს 1998 წლის შემდეგ არ განუხორციელებია, რაც ამ გარიგების მნიშვნელობაზე მიუთითებს.

ამ გარიგების შედეგად Exxon-ი პორტფელის გაფართოებას, ახალი საწარმოების მიღებას და ბუნებრივი რეზერვების მოცულობის გაზრდას შეძლებს. ბოლო პერიოდში ენერგეტიკული კომპანიები აქტიურად ცდილობენ პორტფელის დივერსიფიცირებას და Exxon-ის ეს ნაბიჯიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

რაც შეეხება უშუალოდ ტრანზაქციას, 60 მილიარდ დოლარს, ცხადია, Exxon-ის ხელმძღვანელობა ნაღდი ფულის სახით არ გადაიხდის. ეს იქნება ე.წ. აქციების გაცვლა, ანუ Exxon-ი ბირჟაზე საკუთარ აქციებს გაყიდის და მიღებული თანხით Pioneer-ს გამოისყიდის. ამ სახის ოპერაციის ჩატარების ფუფუნება Exxon-ს ნამდვილად აქვს, რადგან მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 525 მილიარდ დოლარს აღწევს, შესაბამისად, $60-მილიარდიანი ინვესტიცია Exxon-ისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები