მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაბრიკამ ოპერირება განაახლა - "აჭარა ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს

642709c156d64
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.23 20:25
1294
"ფაბრიკამ ოპერირება განაახლა," - ამის შესახებ განცხადება "აჭარა ჯგუფმა" გაავრცელა.

"დღეს ფაბრიკაში შემოვიდა საფრთხის შემცველი შეტყობინება, რომლის ავთენტურობაც მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მოხდა შენობის სრული ევაკუაცია. ამ ეტაპზე შემოწმება დასრულებულია, ფაბრიკის ტერიტორია უსაფრთხოა და აგრძელებს ოპერირებას", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ნინოშვილის ქუჩაზე “ფაბრიკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები და შესაბამის ღონისძიებებს აწარმოებენ. ინფორმაცია ამის შესახებ BM.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

BM.GE „აჭარა ჯგუფსაც“ დაუკავშირდა, რომელიც „ფაბრიკის“ მმართველი კომპანიაა. კომპანიაში თქვეს, რომ მათთან საფრთხის შემცველი ინფორმაცია შევიდა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრიათ. შესაბამისად, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე იქ მყოფი პირების ევაკუაცია მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები