ნინოშვილის ქუჩაზე “ფაბრიკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და შესაბამის ღონისძიებებს აწარმოებენ. ინფორმაცია ამის შესახებ BM.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
BM.GE „აჭარა ჯგუფსაც“ დაუკავშირდა, რომელიც „ფაბრიკის“ მმართველი კომპანია. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათთან საფრთხის შემცველი ინფორმაცია შევიდა, თუმცა დეტალებზე ვერ საუბრობენ. შესაბამისად, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე იქ მყოფი პირების ევაკუაცია მოხდა.
„დაახლოებით 1.5 საათის წინ შემოგვივიდა საფრთხის შემცველი ინფორმაცია და უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით მოვახდინეთ იქ მყოფი პირების ევაკუაცია. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ“, - აცხადებენ „აჭარა ჯგუფში“.
გავრცელებული ინფორმაციით, “ფაბრიკის“ ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ზარი 112-ში შევიდა.