Facebook-მა ისრაელში კოვიდ-ვაქცინასთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაცია წაშალა. ამის შესახებ ინფრომაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, ისრაელის მთავრობა ვაქცინაზე დიდ იმედებს ამყარებს და ამის მაგალითია ქვეყნის პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილება, ის პირველი ადამიანია ისრაელში, რომელმაც კოვიდ-ვაქცინით ისარგებლა.
გამოცემის მიხედვით, საუბარია 4 ჯგუფზე, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის საწინააღმდეგოდ ტექსტს, ფოტოებს და ვიდეოებს ავრცელებდა.
ყალბი ამბები მოიცავდა „არგუმენტებს“ სხეულში სათვალთვალო მოწყობილობის ე.წ ჩიპის ჩამონტაჟების შესახებ, რაც მიზნად ისახავს მოსახლეობის მოწამლვას ან მათზე ექსპერიმენტის ჩატარებას.
Facebook-ის სპიკერმა დაადასტურა, რომ ებრაულ ენაზე მომუშავე ოთხი ჯგუფი აღმოაჩინეს, რომელიც ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებდა.
ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყანას საკმარისი დოზით აქვს ვაქცინები, რომ მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ნაწილი - 20% დაიცვას და ამის შემდეგ კორონავირუსის გამო დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა მოხსნას.




























