მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Facebook-მა ტრამპის მომხრეთა ასობით ყალბი ანგარიშები დახურა

5e020d831e517
ნათია თაქთაქიშვილი
24.12.19 17:24
1149
Facebook-მა გასულ კვირას 900-მდე ყალბი ანგარიში დახურა როგორც Facebook-ზე, ასევე Instagram-ზე. ამის შესახებ განცხადება სოციალურმა ქსელმა გააკეთა. ინფორმაციას კი, გავლენიანი გამოცემა Forbes-ი ავრცელებს.

ახალად აკრძალული ყალბი ანგარიშებით ხდებოდა ტრამპის და მისი პოლიტიკის პოპულარიზაცია სხვადასხვა ჯგუფებში. როგორც Facebook-ი აღნიშნავს, ყალბი ანგარიშებით რეკლამირებისთვის 9.5 მილიონ აშშ დოლარზე მეტია დახარჯული.

სოციალური ქსელის განცხადებით, ყალბი ანგარიშების აღმოსაჩენად მათ ითანამშომლეს დამოუკიდებელ მკვლევარებთან როგორიც არის Graphika და Atlantic Council’s Digital Forensic Research Lab (DFRLab). მკვლევარებმა გამოაქვეყნეს 39-გვერდიანი ერთობლივი მოხსენება, რომელშიც ასახულია მათი აღმოჩენები - განსაკუთრებით ის, რომ ყალბი ანგრიშების შესაქმნელად აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს და ყალბი პროფილის ფოტოებს.

Facebook-ის ეს ქმედება იმის მაგალითია, თუ რამხელა პრობლემა არსებობს ყალბ ანგარიშებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ აშშ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები