მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პუტინით იმედგაცრუებული ვარ... მკაცრ ტარიფებს დავაწესებთ, თუ 50 დღეში შეთანხმება არ მიიღწევა - ტრამპი

სს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოხატა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ და 50 დღეში მკაცრი ზომების გატარება დააანონსა.

როგორც ტრამპმა თქვა, ის ცდილობს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას.

„ძალიან უკმაყოფილო ვართ რუსეთით. ძალიან მკაცრ ტარიფებს დავაწესებთ, თუ 50 დღეში შეთანხმება არ მიიღწევა – დაახლოებით 100-პროცენტიანი მეორადი ტარიფები. ამ ომში დაახლოებით $350 მილიარდი დავხარჯეთ და გვინდა მისი დასრულება. ეს ჩემი ომი არ არის, ბაიდენის ომია. ეს ჩემი ომი არ არის, ვცდილობ გამოგიყვანოთ ამ ომიდან.

იმედგაცრუებული ვარ პუტინით, რადგან ვფიქრობდი, რომ ორი თვის წინ შეთანხმებას მივაღწევდით, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ასე არ მოხდა. ამის საფუძველზე, ჩვენ მეორეხარისხოვან ტარიფებს დავაწესებთ თუ 50 დღეში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ“,- აღნიშნა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები