მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Facebook-მა ტრამპის მხარდამჭერი ყალბი ანგარიშები გააუქმა

5f2ed2bd30701
BM.GE
08.08.20 20:26
1117
Facebook-მა რამდენიმე ათეული ყალბი ანგარიში გააუქმა, რომლებიც სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აფროამერიკელ მხარდამჭერებად ასაღებდნენ თავს - ამის შესახებ Business Insider წერს. საუბარია 30-ზე მეტ ანგარიშზე.

გამოცემის ინფორმაციით, ანგარიშები ეკუთვნოდა რუმინეთში არსებულ ტროლების ქარხანას, რომელიც ტრამპის მხარდამჭერებს წარმოადგენენ. ისინი იყენებდნენ ისეთ სახელებს, როგორიცაა "BlackPeopleVoteForTrump"(შავკანიანი ხალხი ხმას აძლევს ტრამპს) და "We Love Our President"(ჩვენ გვიყვარს ჩვენი პრეზიდენტი).

ფეისბუკში აცხადებენ, რომ ისინი გააგრძელებენ მოქმედებებს "კოორდინირებული არაავთენტური მოქმედებების" მიმართ საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები