მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

FaceTime-ის და Roblox-ის შემდეგ, რუსეთში Snapchat-იც აიკრძალა

snapchat

რუსეთში სოციალურ ქსელ Snapchat-ზე წვდომა შეიზღუდა. როგორც სახელმწიფო მედია სააგენტო RIA იტყობინება, პლატფორმა კომუნიკაციების მარეგულირებლმა "როსკომნადზორმა" აკრძალა.

ხელისუფლების განცხადებით, აკრძალვის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ Snapchat-ი, სავარაუდოდ, "ქვეყნის შიგნით ტერორისტული აქტების ორგანიზებისა და განხორციელების, ასევე დამნაშავეების დაქირავების მიზნით" გამოიყენებოდა.

4 დეკემებრს რუსეთში დაიბლოკა Apple-ის ვიდეოზარების აპლიკაცია FaceTime-იც, რომლის წინააღმდეგაც "როსკომნადზორმა" უცხოური ტექნოლოგიური პლატფორმების წინააღმდეგ დაჩქარებული ზომები აამოქმედა. კრემლის თქმით, FaceTime-იც დანაშაულებრივი საქმიანობისთვის გამოიყენებოდა.

მანამდე, რუსეთმა ქვეყნის მასშტაბით აკრძალა Google-ის Youtube-ით, Meta-ს WhatsApp-ისა და Telegram-ის გამოყენებაც.

ქვეყნის მასშტაბით 4 დეკემბერს ასევე აიკრძალა ცნობილი ამერიკული ონლაინ თამაში Roblox-ი. კრემლის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი სათამაშო პლატფორმაზე წარმოდგენილი ექსტრემისტული მასალები და LGBT პროპაგანდაა, რასაც, მათი შეფასებით, Roblox-ის შემქმნელი კომპანია აქტიურად უჭერს მხარს. რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებლის ინფორმაციით, ონლაინ თამაშის ქვეყნის მასშტაბით დაშვება არასრულწლოვნების მორალურ განვითარებას აფერხებს და მათ გონებრივ ზიანს აყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები