მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფადი ასლი: ჩვენ გვჯერა თავისუფალი ბაზრის და არა - სუბსიდიების

63d2e47593009
BM.GE
27.01.23 09:52
684
6–12 თვეში დადგინდება, ეკონომიკურად რამდენად მომგებიანი იქნება საქართველოდან ICC საარბიტრაჟო სასამართლოს მუშაობა, - ამის შესახებ ICC Georgia-ს თავმჯდომარე ფადი ასლიმ, გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, აქვთ ინტერესი, რომ რაც შეიძლება ეფექტიანად მართონ ICC-ის საარბიტრაჟო სასამართლოში მოხვედრილი დავები.

„ჩვენ ვაგრძელებთ ამ შესაძლებლობის განხილვას. ვსწავლობთ, რამდენად არის შესაძლებელი ეკონომიკურად გამართული მოდელის არსებობა, რომ ოპერირება საქართველოდან შევძლოთ. იმედი გვაქვს, მომდევნო 6–12 თვის განმავლობაში უკვე გვექნება საბოლოო პასუხები. გვაქვს ეს ინტერესი, რომ რაც შეიძლება ეფექტიანად ვმართოთ დავები, რომლებიც ICC–ს საარბიტრაჟო სასამართლოში მოხვდება არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ რეგიონიდან“, - განაცხადა ფადი ასლიმ.

მან ასევე სახელმწიფოს სუბსიდიების პოლიტიკასაც ისაუბრა და თქვა, რომ ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც განვითარებისთვის სუბსიდიაზეა დამოკიდებული – "ფეიკ" ბიზნესია, რადგან როგორც კი გაჩერდება სუბსიდია, გაჩერდება ბიზნესიც.

„ძველ გამონათქვამს გავიხსენებ, რომ ადამიანს თევზი კი არ უნდა მივცეთ, არამედ ანკესი და თევზაობა ვასწავლოთ. მიმაჩნია, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის როლი გლობალურად არის სწორედ ადამიანებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ გაზარდონ საკუთარი ბიზნესი და როგორ არ გახდენენ დამოკიდებულები მთავრობის სუბსიდიებსა თუ ხელოვნურ დასაქმებაზე. ჩვენ გვჯერა თავისუფალი ბაზრის – ჩვენ არ გვჯერა სუბსიდიების. ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც განვითარებისთვის სუბსიდიაზეა დამოკიდებული – "ფეიკ" ბიზნესია, რადგან როგორც კი გაჩერდება სუბსიდია, გაჩერდება ბიზნესიც. საქართველოს მთავრობამ მეტი ძალისხმევა უნდა დახარჯოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე ჩვენს ქვეყანაში, დასაქმების და ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურ ზრდაზე იმისთვის, რომ ადამიანებს არ გაუჩნდეთ ქვეყნის დატოვების სურვილი. ჩემი აზრით, ეს არის ჯანსაღი და სტაბილური ეკონომიკის საწინდარი“, - ამბობს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები