მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფალკონი – სუპერფუნგიციდი ვაზისა და მარცვლეული კულტურების საიმედოდ დასაცავად

აგროსფერო
23.07.24 18:25
106

ფალკონი მცენარეთა დაცვის საშუალებების მწარმოებელი კომპანიის, BAYER-ის ახალი თაობის სუპერფუნგიციდია, რომელიც ეფექტურად იცავს ვაზსა და მარცვლეულ კულტურებს მთელი რიგი დაავადებებისგან, მათ შორის ნაცრისგან, ჟანგასგან, სეპტორიოზისგან, ფუზარიოზისა და ლაქიანობისგან. აღსანიშნავია, რომ ის საქართველოში ხელმისაწვდომი საუკეთესო ფუნგიციდია, რომელიც ეფექტურად ებრძვის თავთავის ფუზარიოზს.

ფალკონი სამ მოქმედ ნივთიერებას შეიცავს, რაც გამორიცხავს დაავადების გამომწვევი სოკოს რეზისტენტობას პრეპარატის მიმართ. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც პროფილაქტიკური, ისე სამკურნალო დანიშნულებით, ასევე, აქვს კარგად გამოხატული „სტოპ-ეფექტი“.

როგორ გამოვიყენოთ ფალკონი?

ფუნგიციდის გამოყენება შესაძლებელია ყოველწლიურად, ერთსა და იმავე თესლბრუნვაში. ის მცენარეში 2-4 საათში აღწევს, მისი ბიოლოგიური ეფექტი კი 2-4 კვირის განმავლობაში გრძელდება. ფალკონი თავსებადია ზრდის ძირითად რეგულატორებთან, ასევე, თხევად სასუქებთან, ინსექტიციდებთან და სხვა ფუნგიციდებთან.

რადგანაც ის ძლიერმოქმედი პრეპარატია, მცენარის დასამუშავებლად საჭიროა ფალკონის იმაზე დაბალი დოზები, ვიდრე ჩვეულებრივი ფუნგიციდის შემთხვევაში იქნებოდა საჭირო. გაითვალისწინეთ, რომ მცენარის წამლობებს შორის, სასურველია, 10-15-დღიანი ინტერვალის დაცვა, თუმცა მაღალი ტენის ან უხვი ნალექის შემთხვევაში, შესაძლოა, საჭირო გახდეს ინტერვალის შემცირება.

პროდუქტზე მეტის გასაგებად და გამოყენების დეტალური ინსტრუქციისთვის ეწვიეთ „აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელს ან კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები