მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თანამედროვე სოფლის მეურნეობა მექანიზაციის გარეშე გამორიცხულია“ – ვასილ გურასაშვილი

თბილღვინო
BM. GE
10.10.23 13:04
32

თანამედროვე მევენახე, ვასილ გურასაშვილი სოფელ ვაჩნაძიანში „თბილღვინოს“ ვენახს ხელმძღვანელობს, რომელშიც საფერავის ჯიშის ვაზი ხარობს. ამბობს, რომ აკეთებს საქმეს, რომელიც უყვარს და სწორედ ამიტომ, თითქმის 10 წელია ერთგულად ზრუნავს მეურნეობის განვითარებაზე.

ვასილ გურასაშვილი აღნიშნავს, რომ მათი ვაზის ხარისხის, მოსავლის სიუხვისა და სტაბილურობის ერთ-ერთი მიზეზი მეურნეობის პროცესში თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის აქტიურად გამოყენებაა. „თბილღვინოს“ ვენახებში საჭირო პროცედურების სწრაფად და ხარისხიანად შესრულებას CLAAS-ის ფირმის ტრაქტორები, Pellenc-ის ვენახის კომბაინი და მათი დამხმარე აგრეგატები უზრუნველყოფს. „თანამედროვე სოფლის მეურნეობა მექანიზაციის გარეშე გამორიცხულია“, – ხაზს უსვამს ვასილ გურასაშვილი.

თანამედროვე მევენახე მიიჩნევს, რომ მოწინავე ტექნოლოგიების გარდა, ხარისხიანი და უხვი მოსავლისათვის აუცილებელია ვაზის მავნებლებისა და დაავადებებისგან ეფექტურად დაცვა, ასევე, მისთვის ხარისხიანი საკვები ნივთიერებების მიწოდება. სწორედ ამიტომ „თბილღვინო“ ევროპული ხარისხის პროდუქციას ირჩევს, კონკრეტულად კი, Yara-ს სასუქებსა და Bayer-ის მცენარეთა დაცვის საშუალებებს.

ვასილ გურასაშვილი „თბილღვინოში“ არსებულ მიდგომებზე, ღვინის წარმოებასა და მექანიზაციის მნიშვნელობაზე უფრო დეტალურად „აგროსფეროს“ რუბრიკაში „თანამედროვე ფერმერი“ ჰყვება.

ნახეთ თანამედროვე მევენახის, ვასილ გურასაშვილის ისტორია:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები