მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების მხარდაჭერისთვის „აგროსფეროს“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

სოფლის მეურნეობა
08.01.24 13:23
560

აგრარულ უნივერსიტეტში გამართულ დასაქმების ფორუმზე ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორ კომპანია "აგროსფეროს" განათლების მხარდაჭერისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა. მან პრიზი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული არაერთი პროექტისთვის დაიმსახურა, რომლებიც სტუდენტებს ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული განათლების მიღებაში ეხმარება.

„ძალიან სასიამოვნოა, როცა ჯილდოს განათლების მხარდაჭერისთვის განიჭებენ, რადგან ეს მიმართულება „აგროსფეროსთვის“ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო დარგის პოპულარიზაციასა და მაღალპროფესიული კადრების ჩამოყალიბებას. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, სტუდენტები წავახალისოთ და მივცეთ ცოდნის
გაღრმავების შესაძლებლობები. განათლების მხარდაჭერას კომპანია კვლავაც აქტიურად გააგრძელებს, რაც გვჯერა, საბოლოოდ დარგის განვითარებასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, – ამბობს „აგროსფეროს“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, აკაკი ტოროტაძე.

აღსანიშნავია, რომ „აგროსფერო“ აგრარული უნივერსიტეტს ყოველწლიურად უსასყიდლოდ გადასცემს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას „აგროპროექტისთვის“. პროექტი საშუალებას აძლევს სტუდენტებს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე გამოცადონ და თავიანთი ხელით მოიყვანონ სხვადასხვა სასოფლო - სამეურნეო კულტურა. ამასთან ერთად, „აგროსფერო“ უკვე მეორე წელია აგრონომიის ფაკულტეტის 3 წარჩინებულ სტუდენტს გადასცემს სტიპენდიებს ერთი წლის განმავლობაში. სასტიპენდიო პროგრამის გარდა, კომპანია
ყოველწლიურად 10-მდე წარმატებულ სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას გაიაროს სტაჟირება „აგროსფეროს“ სერვისცენტრებსა და ნაკვეთებში და მიიღონ გამოცდილება „აგროსფეროს“ სპეციალისტებისგან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები