მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FAO ქალებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს

5fb791bb1a4bc
BM.GE
20.11.20 13:50
989
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), სოფლად მცხოვრები ქალების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, აცხადებს საგრანტო კონკურსს სასოფლო-სამეურნეო შრომის დამზოგველი მოწყობილობების ან დანადგარების შეძენაზე. საგრანტო კონკურსი „სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების’’ პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

საგრანტო კონკურსი, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია, იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც ატენის, ფლევის, ტვიშისა და სორის თემებში მცხოვრები ქალებისთვის, შეძენილი იქნება მოწყობილობები ან დანადგარები რომლებიც გამოიყენება:

• მიწის მომზადების/დამუშავების პროცესში (მაგ. დარგვა და გამარგვლა), მოსავლის აღებაში ან მოსავლის აღების შემდგომ საქმიანობებში;
• სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავებაში;

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ატენის, ფლევის, ტვიშის და სორის თემებში მცხოვრებ ქალებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ქვემოთ ჩამოთვლილი ჯგუფებიდან რომელიმეს:

• მარტოხელა მშობლები (1, ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილით);
• მრავალშვილიანი დედები (3, ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილით);
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები;
• ქალები, რომელიც ცხოვრობენ ავადმყოფ და/ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირ(ებ)თან ერთად.

პროექტის გენდერული მეინსტრიმინგისა და სოციალური ჩართულობის მიმართულების სპეციალისტი სალომე ქინქლაძის განცხადებით: „კონკურსის მიზანია, შრომის დამზოგველი ტექნიკის დახმარებით მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ქალებს, ის მძიმე და ხშირად უხილავი შრომა, რომელსაც ისინი შინამეურნეობეში წევენ. ნიშანდობლივია რომ ადგილობრივ დონეზე, სამიზნე თემებში შექმნილი ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფებში ჩართულმა ქალებმა თავად გამოკვეთეს მათი და თემში მცხოვრები ქალების საჭიროებები. შესაბამისად, კონკურსში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული მათი სურვილები.“

კონკურსის განაცხადის ბეჭდური და ელექტრონული ვერსიები ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში (ხაშური, გორი, ონი და ცაგერი) და თემის ადმინისტრაციულ ცენტრებში. ასევე, ადგილობრივ საინიციატივო ჯგუფების საკონტაქტო პირებთან და პროექტის რეგიონალურ კოორდინატორებთან.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 7 დეკემბერი. შევსებული განაცხადი უნდა წარედგინოს ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების საკონტაქტო პირს სამიზნე თემებში, ან პროექტის ადგილობრივ, რეგიონალურ კოორდინატორებს. განაცხადი შესაძლებელია გადაიგზავნოს ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე bezhan.chaduneli@fao.org;

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გადახვიდეთ FAO საქართველოს ოფიციალურ Facebook გვერდზე https://www.facebook.com/FAOGeorgia.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები