მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FAO სურსათის საერთაშორისო ფასების 8%-დან 22%-მდე გაზრდას პროგნოზირებს

623024436f4fd
თათია ჩაფიჩაძე
15.03.22 11:17
627
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად სურსათისა და საკვების საერთაშორისო ფასები შეიძლება 8%-დან 22%-მდე გაიზარდოს. ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ავრცელებს. 

FAO-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომის გამო გლობალურ სასურსათო ბაზრებზე დაკავშირებულ რისკებს ეძღვნება, ნათქვამია, რომ 2022-2023 წლებში მოშიმშილე ადამიანების გლობალური რიცხვი შეიძლება 8 - 13 მილიონით გაიზარდოს.

FAO-ს განმარტებით, რუსეთი მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორია, ხოლო უკრაინა მეხუთე ადგილზეა. ისინი ერთად ქერის მსოფლიო მარაგის 19%-ს უზრუნველყოფენ, ხორბლის და სიმინდის კი, შესაბამისად, 14-4%-ს, რაც მსოფლიო მარცვლეულის ექსპორტის მესამედზე მეტს წარმოადგენს. შესაბამისად FAO წერს, რომ ორი ძირითადი ექსპორტიორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეფერხებამ, შეიძლება, მთელ მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოების სერიოზული პრობლემა შეუქმნას. განსაკუთრებით ეს ეხება 50 ნაკლებად განვითარებულ ქვეყანას, რომლებიც რუსეთისა და უკრაინის ხორბალზე 30 ან მეტი პროცენტით არიან დამოკიდებულნი.

FAO-ში პროგნოზირებენ, რომ წელს უკრაინელი ფერმერები სიმინდის და მზესუმზირის მინდვრების 20-30%-ის დამუშავებას ვერ მოახერხებენ, რაც ცხადია, მოსავლიანობაზე იქონიებს გავლენას. მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო სანქციებმა შეიძლება, რუსული ექსპორტიც შეაფერხოს.

თავის მხრივ, უკრაინაში აცხადებენ, რომ მარცვლეულის საგაზაფხულო თესვას უახლოეს დღეებში დაიწყებენ - ამ ინფორმაციას reuters-ი უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ტარას ვისოცკის განცხადებაზე დაყრდობით ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ მარაგში იმ რაოდენობის მარცვლეული აქვთ, რომ მოსახლეობას საკმარისი პური ჰქონდეთ. ტარას ვისოცკი ამბობს, რომ ქვეყანას, რომელიც წელიწადში 8 მილიონ ტონა ხორბალს მოიხმარს, 6 მილიონი ტონა მარაგი აქვს. მასში, ასევე, შედის 15 მილიონი ტონა სიმინდი და მზესუმზირის ზეთის ხუთწლიანი მარაგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები