მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფაქტორინგის განვითარების მნიშვნელობა ეკონომიკისა და ბიზნესისთვის - საბანკო ასოციაცია

623c164917a9c
BM.GE
24.03.22 10:55
673
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით და საქართველოს საბანკო ასოციაციის თანაორგანიზებით, 21 მარტს ბიზნესმენთა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ფაქტორინგის განვითარების მნიშვნელობას მიეძღვნა.

შეხვედრაში მონაწილეობა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანიებმა, კომერციულმა ბანკებმა, რითეილ ასოციაციის წევრებმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა მიიღეს.

დისტრიბუტორთა ასოციაციამ დამატებითი მოკლევადიანი დაფინანსების შესაძლებლობების განვითარების და კონსიგნაციის ფაქტორინგით ჩანაცვლების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ეს საჭიროება, განსაკუთრებით, მიმდინარე ეკონომიკური პროცესების და ინფლაციის ფონზე აღინიშნა.

საბანკო ასოციაციამ ფაქტორინგის მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებისთვის და ბიზნესისთვის ახალი დაფინანსების შესაძლებლობების გაფართოვების კუთხით აღნიშნა.

კომერციულმა ბანკებმა შეხვედრის მონაწილეებს ფაქტორინგის პროდუქტი და მომსახურების პირობები გააცნეს და პროდუქტის უპირატესობები დაფინანსების სხვა ფორმებთან შედარებით განმარტეს.
რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა მონაწილეებს ფაქტორინგთან დაკავშირებული მათი გამოწვევები გაუზიარეს.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე და ფაქტორინგის ბაზარზე საბანკო სექტორთან ერთად ახალი მოთამაშეების შემოსვლის პერსპექტივებზეც ისაუბრა.

შეხვედრაზე აქტიური დისკუსია გაიმართა, ყველა მხარეს საკუთარი პოზიციის გაზიარების შესაძლებლობა მიეცა.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები