მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფარმაკოლოგიური გიგანტი Eli Lilly აშშ-ში $4.5-მილიარდიან კვლევით ცენტრს ააშენებს

Eli Lilly

ამერიკული ფარმაკოლოგიური გიგანტი Eli Lilly განვითარებას აგრძელებს, რისთვისაც ამერიკის შეერთებულ შტატებში $4.5 მილიარდად შეფასებულ ახალ კვლევით ცენტრს ააშენებს. Eli Lilly-ის ეს გადაწყვეტილება ფარმაცევტულ პროდუქციაზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება, რომელიც, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით სიმსუქნის სამკურნალო პრეპარატების, Mounjaro-ს და Zepbound-ის მიმართ არსებობს. შესაბამისად, ახალი კვლევითი ცენტრის მთავარი დანიშნულება სწორედ ახალ მოლეკულებზე მუშაობა იქნება.

როგორც კომპანიაში ამბობენ, Lilly Medicine Foundry-ში გაერთიანდება, როგორც კვლევითი დეპარტამენტი, რომელიც ახალ მოლეკულებს შექმნის, ასევე პრაქტიკული გამოცდის დეპარტამენტი, რომელიც შექმნილ მოლეკულებს გატესტავს. Eli Lilly-ის განცხადებით, ამ ტიპის ცენტრი არც ერთ სხვა ფარმაცევტულ კომპანიას არ აქვს. ახალი კვლევითი ჰაბი, რომელიც ოპერირებას 2027 წელს დაიწყებს, შტატ ინდიანაში, Eli Lilly-ის $9-მილიარდიან ქარხანასთან ახლოს განთავსდებდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Eli Lilly რიგით მე-10 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა მსოფლიოში, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $813 მილიარდის ტოლია. ბოლო ერთ წელიწადში, კომპანიის აქციების ფასმა 52%-ით იმატა, უკანასკნელ ხუთ წელიწადში კი ზრდამ თითქმის 720% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები