2025 წლის პირველ ნახევარში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ერთი მოკვლევა დაასრულა, ხოლო 3 - ფარმაცევტული, თევზის ბაზრობის და ონლაინ სერვისების ბაზრის შესწავლა მიმდინარე რეჟიმშია - ამის შესახებ GCCA-ის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის ექვსი თვის ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, დასრულებული მოკვლევა ეხებოდა შპს "რუსთავის ავტობაზრობას“ და შპს "მიკადო ჯორჯიას“, სადაც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი დადგინდა და ეკონომიკურ აგენტებს 848 276 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის მიხედვით, GCCA-ის წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ბაზრის მოკვლევა დაიწყო. ასევე, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის რეკომენდაციით განახლდა თხილის და მოცვის ბაზრებზე დაკვირვება, ხოლო მიმდინარე შესწავლის რეჟიმშია - FMCG, საავტომობილო საწვავის და თამბაქოს ბაზრები.
უნდა აღინიშნოს, რომ FMCG ბაზრის მონიტორინგი 2024 წლის 5 მარტს, თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი კი 2024 წლის 17 იანვარს, ხოლო საწვავის ბაზრის მონიტორინგი 2023 წლის 22 ივლისს დაიწყო.
2025 წლის ექვს თვეში, საქართველოში - 7 976 კონცენტრაცია დარეგისტრირდა. GCCA-მ თანხმობა გასცა 9 კონცენტრაციაზე. უმრავლესობა სამშენებლო და FMCG–ი სექტორში იქნა განხორციელებული.
"ანტიდემპინგური პოლიტიკის აღსრულების პროცესში მიმდინარე რეჟიმშია - ირანიდან და რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქციის სავარაუდო დემპინგური იმპორტის შესწავლის საკითხი", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.




























