მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაროსანას დასაჭერად 83,546 "მოიზიდე და გაანადგურე" სადგური არის დამონტაჟებული - სამინისტრო

6339462fc851e
BM.GE
02.10.22 11:57
470
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში აქტიურად გრძელდება. უწყების თანახმად, მიმდინარე წელს, დასავლეთ საქართველოში უკვე განთავსებულია 91 600 ცალი ფერომონიანი დამჭერი, მათ შორის, 83 546 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

"შემოდგომის დადგომასთან ერთად, მავნებელი გამოსაზამთრებლად ემზადება, რაც ნიშნავს, რომ საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისკენ ინაცვლებს. ასეთ დროს, განსაკუთრებით ეფექტიანია ბრძოლის მექანიკური მეთოდები.

თხილის გადარჩენის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თხილის მწარმოებელთა ასოციაციას მეთხილე ფერმერებისთვის ფერომონების კომპლექტები გადასცა. ფერომონების კომპლექტები ეგრეთ წოდებული „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების დასამზადებლად გამოიყენება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკური მეთოდები აქტიურად გამოიყენოს. განადგურებული თითოეული მავნებელი ნიშნავს მომავალი სეზონისთვის შემცირებულ რიცხოვნობას და როგორც თხილის, ასევე სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გადარჩენილ მოსავალს,"- ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები