მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფასების საპარლამენტო კომისია" დღეს ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების მწარმოებლებს მოუსმენს

ფასების საპარლამენტო კომისია

დღეს, 13 თებერვალს, 14:00 საათზე, პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.

სხდომის მთავარი თემა ადგილობრივი წარმოების ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის სტრუქტურის ანალიზია.

კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი ძირითადი მიმართულების განხილვა: ფასწარმოქმნის ჯაჭვი, ბაზრის სტრუქტურა და საოპერაციო პროცესები. .

ცნობისთვის, პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა. 26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. 30 იანვარს შეხვედრა საწვავის კომპანიებთან გაიმართა.

11 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სამუშაო სხდომა გაიმართება და ხორცპროდუქტების, რძის ნაწარმის და კვერცხის მწარმოებლებს მოუსმინეს.

კომისიის სხდომის ბოლოს გაირკვა, რომ საკანონმდებლო ორგანოში პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების სექტორის შესასწავლად საერთაშორისო კომპანიას მოიწვევს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები