საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა სალომე სხირტლაძემ თანამდებობა დატოვა,- ინფორმაცია მან bm.ge-ის დაუდასტურა. სალომე სხირტლაძემ ოქტომბრიდან Bloomberg Intelligence-ის UAE-ს ოფისში გადაინაცვლა, სადაც MENA/EMEA-ის ფინანსური ბაზრების საკითხებზე ფოკუსირდება.
სალომე სხირტლაძის განმარტებით, მის მიერ ეროვნული ბანკის თანამდებობის დატოვება სებ-ში ბოლო დროს მომხდარ მოვლენებს არ უკავშირდება.
სალომე სხირტლაძე ეროვნულ ბანკში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტს 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა, 2009-2017 წლებში კი ეროვნული ბანკის ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის უფროსის პოსტს იკავებდა. 2005-2009 წლებში PWC საქართველოში კონსულტანტის თანამდებობა ეკავა.