მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასთა ინდექსაცია ბიზნესისთვის შვება იყო, თუმცა თუ ფასწარმოქნის მექანიზმს არ შევცვლით პრობლემა არ მოგვარდება - Apart Construction

მუშა

ფასთა ინდექსაცია ბიზნესისთვის შვება იყო, თუმცა თუ ფასწარმოქნის მექანიზმს არ შევცვლით პრობლემა არ მოგვარდება, - ასე აფასებს "საქმის კურსთან" ინტერვიუში Apart Construction-ის დირექტორი მალხაზ ხოშტარია სახელმწიფო შესყიდვებში ფასთა ინდექსაციის შემოღების პრეცედენტს.

როგორც ის ამბობს, აღნიშნული მუხლის სახელმწიფო ტენდერებში გაჩენა ბიზნესს მნიშვნელოვნად დაეხმარა, თუმცა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მისი თქმით, პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად ფასწარმოქნის არსებული მექანიზმის შეცვლაა აუცილებელი.

“პრეცედენტი უკვე შექმნილია. ბიზნესისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ჩართულობით მოხდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ ფორმულის შემუშავება და ის დღეს არსებობს. ინფრასტრუქტურული პროექტები ძვირად ღირებულია და ხანგრძლივ დროსაც მოითხოვს. შესაბამისად, რამდენიმე წლის წინ მომზადებული ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებით, ძალიან რთულია 2-3 წლის შემდეგ განახორციელო მშენებლობა იგივე თანხებით, ღირებულებით, რაც იქნა საწყისად განსაზღვრული. სწორედ ამის დადასტურება მოხდა ეკონომიკის სამინისტროში.

ძალიან კარგი, ნაყოფიერი თანამშრომლობით მოხდა ამ ფორმულის შემუშავება. ეს არის პირველი ნაბიჯი და ეს არის შვება ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, თუმცა თავად პრობლემის მოგვარება ამით არ ხდება, სანამ ჩვენ არ შევცვლით ფასწარმოქმნის მექანიზმს მშენებლობისთვის,”- აცხადებს კომპანია "აპარტ ქონსთრაქშენის" დირექტორი მალხაზ ხოშტარია.

როგორც ცნობილია, ფასთან ინდექსაციის შემოღების გადაწყვეტილება ომიდან მომდინარე ნეგატიური გავლენების შესამსუბუქებლად, 2022 წელს მთავრობამ მიიღო, თუმცა ის მხოლოდ 1-ელი აპრილიდან შესრულებულ სამუშაოებსა და 1-ელ მაისამდე გამოცხადებულ ტენდერებზე დროებით გავრცელდა. ბიზნესი ამბობს, რომ მაშინ კომპანიების ძირითადი ნაწილი სწორედ ამ მექანიზმმა გადაარჩინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები