მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

FDA-ის მიმოხილვის მიხედვით, Pfizer-ის ვაქცინა ეფექტურია

5fcfd5a3bb628
თამთა ჯიჯავაძე
08.12.20 23:35
1152
ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობა დაადასტურა. ამის შესახებ ამერიკული Forbes-ი წერს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული იმის მანიშნებელია, რომ მარეგულირებელი ორგანო მის ავტორიზაციას უახლოეს დღეებში დაასრულებს.

ვაქცინის ეფექტურობის შესახებ მოკვლევა წამლისა და საკვების ადმინისტრაციის მომავალი შეხვედრისთვის მომზადდა, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა არ იკვეთება.

შეგახსენებთ, Pfizer-ის ვაქცინით აცრის პროცესი უკვე დაიწყო დიდ ბრიტანეთში. პირველი ადამიანი, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრა, 90 წლის ქალბატონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები