მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDI-სთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნები

ფული

FDI Standouts Watchlist ყოველწლიური კვლევის მიხედვით, მსოფლიოში მაკროეკონომიკური განვითარებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიზიდვის თვალსაზრისით 2023 წელს საუკეთესო შედეგი ცალსახად აზიას და აფრიკას ჰქონდა. ანალიტიკოსებმა ეკონომიკური განვითარების დინამიკა და ინვესტიციების შედინება 50 უმსხვილეს სფეროში შეისწავლეს და როგორც შედეგებმა აჩვენა, ინვესტიციების მიზიდვის მხრივ ყველაზე ძლიერი ქვეყნებია: კამბოჯა, ფილიპინები, კენია, ერაყი, ნამიბია, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, მაროკო, სერბეთი და ინდოეთი.

კვლევის თანახმად, რეიტინგის პირველადგილოსანი კამბოჯა ინვესტიციების ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს 2024 წელსაც შეინარჩუნებს. ქვეყანა რეიტინგში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპითაც ლიდერობს. 2024 წელს ქვეყნის მშპ-ს 6,1%-მდე ზრდაა დაგეგმილი, 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 5,6% იყო. სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს კამბოჯა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა იქნება. ინფლაცია დონე კი ქვეყანაში 3%-ზე შენარჩუნდება. აღსანიშნავია ისიც, რომ კამბოჯას ეკონომიკის ზრდის ტემპში მნიშვნელოვანი წვლილი ჩინეთთან ურთიერთობის გაძლიერებას და ასევე სამხრეთ კორეასთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აქვს, რომელიც ძალაში 2022 წელს შევიდა.

რაც შეეხება მეორე ადგილზე მყოფ ფილიპინებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ქვეყნის მშპ 5,3%-დან 5,9%-მდე გაიზრდება, წლიური ინფლაციის დონე კი, 3,2%- იქნება. ამასთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ ფილიპინების ახალი პრეზიდენტის ფერდინანდ „ბონგბონგ“ მარკოს უმცროსის რეფორმების უმეტესი ნაწილი, სწორედ ინვესტიციების ლიბერალიზაციისკენ არის მიმართული და ამ მხრივ ის 2022 წლის, ანუ თანამდებობის დაკავების შემდეგ სულ უფრო აქტიურად მუშაობს. განსაკუთრებული აქცენტი კი განახლებად ენერგეტიკაზე კეთდება. ფილიპინებში ქარისა და მზის ენერგიის ახალი პროექტების განხორციელებაში მხოლოდ დანიურმა და გერმანულმა კომპანიებმა 2023 წლის 9 თვეში 13.9 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადეს.

ფილიპინების მსგავსად, მესამე ადგილოსანი კენიის შემთხვევაშიც უცხოური ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი სექტორი ენერგეტიკაა. დუბაიში დაფუძნებულმა კომპანია AMEA Power-მა 2023 წელს, ამასობაში მწვანე წყალბადის წარმოების გადაწყვეტილება მიიღო, რისთვისაც 2.29 მილიარდი დოლარის ინვესტიციას აანონსებს.

რაც შეეხება ყაზახეთს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2024 წელს ყაზახეთში მშპ-ს რეალურ ზრდას 4,6%-ით პროგნოზირებს. ყაზახეთი, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღნიშნა, ებრძვის ინფლაციურ ზეწოლას, რომელმაც 2023 წლის თებერვალში 21%-ს მიაღწია წლიურად. თუმცა, მთავრობის მიერ მიღებულმა ზომებმა ხელი შეუწყო ზრდის შეკავებას. ფონდის მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსთვის რესპუბლიკაში ინფლაცია დაახლოებით 10%-მდე დასტაბილურდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები