ფრანგულ გეიმინგ-კომპანია La Francaise des Jeux-ს (FDJ) შვედეთის ერთ-ერთი უდიდესი გეიმინგ-პლატფორმის, Kindered Group-ის შეძენა სურს. თუ ეს გარიგება მართლაც შედგა, კომპანია, რომელიც ფრანგული და შვედური გიგანტების შერწმით შეიქმნება, ევროპულ გეიმინგ-ინდუსტრიაში სიდიდით რიგით მეორე იქნება.
Kindred Group-ს, ამ დროისთვის, FDJ 2.6 მილიარდ ევროდ აფასებს, რაც 24%-იანი პრემიუმია კომპანიის მიერ 19 იანვარს, ანუ ბოლო სავაჭრო სესიაზე დაფიქსირებულ ფასთან შედარებით.
როგორც ფრანგული კომპანიის თავმჯდომარემ და დირექტორმა, სტეფანი პალემ განაცხადა, შერწყმის შედეგად შექმნილი კომპანია ბაზარზე უკეთესად დაპოზიციონირდება და აქციონერებს უფრო მეტ სარგებელს მოუტანს. ამ შემთხვევაში, კომპანია, რომლის 20%-იან წილს საფრანგეთის სახელმწიფო ფლობს, აქციონერებზე გაცემული დივიდენდის 10%-იან ზრდას ვარაუდობს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.