მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FED-ის თავმჯდომარედ ჯერომ პაუელი მეორე ვადით აირჩიეს

627d5df2814d7
ალა ისპირიანი
12.05.22 23:35
1188
დღეს, აშშ-ის სენატმა ფედერალური სარეზერვო სამსახურის (FED) თავმჯდომარედ ჯერომ პაუელი მეორე ვადით აირჩიეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

69 წლის პაუელი 2017 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად, ჯანეტ იელენის ნაცვლად წარადგინა. დღეს კი, ის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით (80-19) მეორე ვადით აირჩიეს.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა კენჭისყრის წინ თქვა: "რამდენიმე ინსტიტუტი უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის სწორი მიმართულებით წარმართვაში და ინფლაციასთან საბრძოლველად, ვიდრე ფედერალური ბანკი“.

მან დასძინა, რომ "პაუელი Fed-ს ამერიკის თანამედროვე ისტორიის ზოგიერთ ყველაზე რთულ მომენტში ხელმძღვანელობდა".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები