მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფეხბურთში შესაძლოა ლურჯი ბარათი დაამატონ

ლურჯი ბარათი

1970 წელს ფეხბურთში ყვითელი და წითელი ბარათები შემოიღეს, რამაც თამაში სამუდამოდ შეცვალა. მას შემდეგ სპორტის ეს სახეობა ბევრად სამართლიანი გახდა და არბიტრებისთვისაც ბევრად მარტივია თამაშის მართვა.

ახლა კი გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Telegraph ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ფეხბურთს შესაძლოა ლურჯი ფერის ბარათი დაემატოს. აღნიშნულ ბარათს მოთამაშე მსაჯთან ხანგრძლივი კამათის ან სხვა ვერბალური შეურაწყოფის ნიადაგზე დაიმსახურებს და ის მოედანს, რაგბის წესების მსგავსად 10 წუთით დატოვებს.
აღსანიშნავია, რომ ორი ლურჯი ბარათის მიღება ისევე როგორც ყვითლისა და ლურჯი ბარათის, ავტომატურად წითელ ბარათად გადაკვალიფიცირდება.

ინიციატივას გამოეხმაურა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო, რომლის განცხადებითაც ჯერჯერობით ახალი წესის უმაღლეს დონეზე გამოყენება არ განიხილება და ის თავდაპირველად დაბალ ლიგებში დაიტესტება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლურჯ ბარათებს პირველად 2024/25 წლების სეზონში მამაკაცთა და ქალთა ფეხბურთში ინგლისის ასოციაციის თასის შეხვედრებისას გამოცდიან. FIFA-ში ლურჯი ბარათების საკითხს კიდევ ერთხელ 2 მარტს განიხილავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები