მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფერმა თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით იქნება აღჭურვილი" - Grandpa’s Farm-ის სამომავლო გეგმები

Grandpa’s Farm

რძის მწარმოებელი კომპანია Grandpa’s Farm ბაზარზე ერთი წელია, რაც გამოჩნდა. იგი მომხმარებელს ფერმიდან მიღებული ნატურალური, საღი რძისგან დამზადებულ ყველის სამ სახეობას სთავაზობს, როგორიცაა იმერული ყველი, სულგუნი და მოცარელა. კომპანია ხაჭოსა და ნადუღსაც ამზადებს.

“ჩვენი კომპანია 50 წელია არსებობს და აქამდე ,მუდმივად რძის პირველადი მწარმოებლები ვიყავით და გვიფიქრია რძის პროდუქტების რეალიზაციაზე,დიდ საწარმოებს მხოლოდ ნედლ რძეს ვაბარებდით, დღეს კი მომხმარებელს სამი სახის ყველს, ნადუღსა და ხაჭოს ვთავაზობთ”, - აღნიშნა Grandpa’s Farm-ის დამფუძნებელმა სოფო ტაბატაძემ.

ამასთან, დამფუძნებელმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „პაპას ფერმიდან „ წარმატებული საქმიანობის შედეგი, მალე ახალი სრულად თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ფერმაში დამისამართდება.

“წელს მოვიპოვეთ თანადაფინანსება ჩვენი პარტნიორი ორგნიზაციისგან USDA SQIL პროექტის ფარგლებში -„ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“,რომელსაც ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture 37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით და ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. ხალი ფერმის პროექტი სრულიად განსხვავებული და მეტად ორგანიზებულია ძველთან შედარებით,რადგან დაცულია თითოეული სტანდარტი და მოთხოვნა,რომელსაც დონორი ორგანიზაცია თავად კოორდინირებს.ფერმა აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით, მოწყობილობებით,რაც კიდევ უფრო გაგვიადვილებს რძის წარმოების პროცესს. ვგეგმავთ,რომ ახალი ფერმისთვის ახალი ჯიშის საქონელი ჩამოვიყვანოთ დანიიდან", - დასძინა მან.

მისი თქმით, ახალი ფერმის სრულ ტექნიკურ აღჭურვილობას “პაპას ფერმა” SQIL პროექტის ფარგლებში მიიღებს, ინვესტიცია დაახლოებით 200 000 ლარი იქნება, ამასთან, სამომავლო გეგმებზე საუბრისას, კომპანიის დამფუძნებელი BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ კომპანია ასორტიმენტის გაფართოებასაც გეგმავს.

“ბრენდი პატარ-პატარა ნაბიჯებით ვითარდება, ვაპირებთ ყველის სხვა სახეობების დამატებას და მეტი ადამიანის დასაქმებას, ჩვენს ინტერესებშია ინვესტორების მოზიდვაც, რათა სამომავლო გეგმები დავსახოთ”, - თქვა მან.

აღსანიშნავია ის, რომ ამჟამად კომპანია 1,5 - 2 ტონამდე რძეს აწარმოებს, აქედან ნახევარზე მეტი ქარხანაში ბარდება, დარჩენილი ნედლეულით კი რძის პროდუქტების დამზადებას ხმარდება.

“თავდაპირველად სულ რაღაც 10 - 15 ადგილობრივი ჯიშის ძროხა გვყავდა, ახლა კი ფერმაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილი მაღალპროდუქტიული 118 სული საქონელი გვყავს, 85 კი მეწველია, ამჟამად კომპანია 1,5 - 2 ტონამდე რძეს აწარმოებს,”- დასძინა სოფო ტაბატაძემ.

ცნობისთვის:Grandpa’s Farm - "პაპას ფერმა" შიდა ქართლში,ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სადაც 15 ადამიანია დასაქმებული, კომპანია ამ ეტაპზე 5 სახის რძის პროდუქტს აწარმოებს, რომელიცაა: ნადუღი, ხაჭო, მოცარელა, იმერული ყველი და სულგუნი. პროდუქციის შეძენა ბრენდის სოციალური ქსელის მეშვეობითაა შესაძლებელი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები