შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ კომერციულმა დირექტორმა მამელი ქობალიამ, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ფერმერებთან და სამელიორაციო ინფრასტრუქტურაზე განთავსებული ჰიდროელექტროსადგურების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
2026 წელის თებერვლიდან 2027 წლის იანვრის ჩათვლით, „საქართველოს მელიორაცია“ წყლის მიწოდებას შეთანხმებული და დამტკიცებული რეჟიმით განახორციელებს.
წინასწარ განსაზღვრული რეჟიმები და წყალმომარაგების გრაფიკი წყლის სამართლიან განაწილებასა და სწორი მოლოდინების შექმნას უზრუნველყოფს. წყლის მიწოდების საპროგნოზო რეჟიმები გაწერილია როგორც ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურებისთვის, ასევე ჰესებისთვის.
კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით დამტკიცებული ირიგაციის მომსახურების ახალი ტარიფები, რომლებიც მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება.




























