მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფერმერების 52%-ს პანდემიის დროს შემოსავალი შეუმცირდა - კვლევა

617169e736e54
ინგა მურუსიძე
22.10.21 09:00
575
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა თემატური მოკვლევა ჩაატარა - „Covid-19 პანდემიის გავლენა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაზე, მოთხოვნასა და რეალიზაციაზე“. თემატურ მოკვლევაში, რომელიც bm.ge-ს კომიტეტიდან მიაწოდეს, აღნიშნულია, რომ 199 რესპონდენტიდან 2/3-მა (135 ფერმერი) ისარგებლა მთავრობის ანტიკრიზისული დახმარების პაკეტით.

„საშუალოდ, ფერმერებმა ერთდროულად დახმარების 2 კომპონენტით ისარგებლეს; მაქსიმალური შედეგი იყო ერთდროულად 4 კომპონენტით სარგებლობა (ასეთი იყო 7 ფერმერი);

ამასთან, 21-მა ფერმერმა დახმარება მიიღო დონორი ორგანიზაციებისგან. გამოკითხული ფერმერებიდან ყველაზე მეტმა (36%) ისარგებლა იაფი დიზელის პროგრამით. 135 გამოკითხულიდან, რომლებმაც ისარგებლეს მთავრობის ანტიკრიზისული დახმარების პროგრამებით, 84 რესპონდენტმა სახელმწიფოსგან მიღებული დახმარება მნიშვნელოვნად მიიჩნია“, - ნათქვამია თემატურ მოკვლევაში.

გარდა ამისა, როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის კვლევაში წერია, წარმოების დანახარჯების ზრდამ განაპირობა წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების ზრდა, რამაც გავლენა იქონია გასაყიდ ფასზეც.

„199 გამოკითხულიდან 36%-მა აღნიშნა, რომ პროდუქტის გასაყიდი ფასი გაიზარდა. ამავე დროს, გამოკითხულთა გარკვეულმა ნაწილმა (40%) შეინარჩუნა იგივე ფასი, ხოლო 26%-ს შეუმცირდა პროდუქციის გასაყიდი ფასი. გამოკითხული რესპონდენტების უმეტესობისთვის (52%), მოთხოვნის შემცირებასთან ერთად, შიდა ბაზარზე პროდუქტის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა.

ეს, ძირითადად, განპირობებული იყო წარმოების შემცირებასთან ერთად სარეალიზაციო ბაზრის სტრუქტურის ცვლილებით. ფერმერები, რომლებიც პროდუქტს აწვდიდნენ HoReCa(სტუმარ-მასპინძლობის) სექტორს, პანდემიის პირობებში რეალიზაციას ახდენდნენ აგრარულ ბაზრებსა და/ან უშუალოდ საბოლოო მომხმარებელზე, რომელთა გადახდის უნარი HoReCa-ს სექტორთან შედარებით დაბალია“, - ნათქვამია კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები