მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფერმერთა პროტესტი გრძელდება - ბრიუსელში შეკრებილები პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა

პროტესტი

ბრიუსელში ფერმერთა პროტესტი მონაწილეებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ძალადობრივ შეტაკებად გადაიქცა. გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა მეტროსადგურის შესასვლელთან ცეცხლი გააჩინეს, პოლიციამ მათ დასაშლელად მხუთავი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ერთი ადამიანი მეტროს თანამშრომლებისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლის ბრალდებით დააკავეს.

საქმე ისაა, რომ ევროპის მასშტაბით თვეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო პროცესმა გასულ კვირას ბრიუსელშიც გადაინაცვლა. დემონსტრანტები ევროკავშირის ადმინისტრაციულ ცენტრთან გარემოს დაცვით პოლიტიკასა და უკრაინიდან იაფი საჭმლის იმპორტს აპროტესტებდნენ.

პროტესტის მიმდინარეობისას ბრიუსელში ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი კრიზისის გადაჭრის გზებზე მსჯელობდნენ.

ფერმერები ბლოკის მიერ შემუშავებულ პოლიტიკას, მათ შორის გარემოსდაცვით და მწვანე ინიციატივებს, უსამართლო წესებად მიიჩნევენ. პროტესტის ტალღამ კი ფინეთიდან საბერძნეთამდე თუ პოლონეთიდან ირლანდიამდე სრული ევროპა მოიცვა, რის გამოც ბლოკს რამდენიმე რეგულაციის, მათ შორის პესტიციდების გამოყენებაზე შეზღუდვის, შერბილება მოუწია.

გასულ კვირას კიდევ ერთხელ გადაიდო ევროკავშირის ეკოსისტემის აღდგენის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაც, მიუხედავად იმისა, რომ ის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ევროპის მწვანე შეთანხმებისა, რომლის თანახმადაც ევროპა მსოფლიოში პირველი კლიმატ-ნეიტრალური კონტინენტი უნდა გახდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები