მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფეროშენადნობების ექსპორტი 113%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?

ფეროშენადნობები

საქსტატის 2024 წლის 11 თვის მონაცემებით, ავტომობილების შემდეგ ფეროშენადნობები საქართველოსთვის მეორე უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფია .

იანვარ-ნოემბერში ექსპორტზე წლიურად 113.3%-ით მეტი, 316.5 მლნ. აშშ დოლარის ფეროშენადნობების გავიდა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 5.3%-ია.

ქართული ფეროშენადნობების ნომერ პირველი სარეალიზაციო ბაზარი თურქეთია.

უფრო დეტალურად იანვარ-ნოემბერში ტოპ 10 საექსპორტო ბაზარი ასეთია:

  • თურქეთი - $143 მლნ
  • აშშ - $90.3 მლნ
  • ეგვიპტე - $19.3 მლნ
  • იტალია - $9.8 მლნ
  • უკრაინა - $7.7 მლნ
  • აზერბაიჯანი - $6.3 მლნ
  • ესპანეთი - $6.1 მლნ
  • რუსეთი - $5.8 მლნ
  • ალჟირი - $5.2 მლნ
  • ნიდერლანდები - $4.3 მლნ

შეგახსენებთ, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ მუშაობა დროებით შეაჩერა. კერძოდ, ქარხანაში 2024 წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე დროებითი მართვის რეჟიმი იმოქმედებს - სრულად გაითიშება საწარმოო სიმძლავრეები და შეჩერდება ფეროშენადნობების წარმოების პროცესი. მიზეზად გლობალურ ბაზრებზე მდგომარეობა (სილიკომანგანუმზე ფასების მკვეთრი ვარდნა და მოთხოვნის შემცირება) და მადნის დეფიციტი დასახელდა. ეს უკანასკნელი კი იმას უკავშირდება, რომ “ჭიათურა მენჯმენტ კომპანიმ”, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, 8 თვის განმავლობაში, მაღაროების პიკეტირების გამო, ვერ უზრუნველყო ქარხნის მადნით მომარაგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები