„ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი bm.ge-სთან კომპანიისთვის 2023 წლის პირველ ექვს თვეს აფასებს.
როგორც ლაშა თუთბერიძე აღნიშნავს, ფეროშენადნობების ბიზნესისთვის ძალიან რთული პერიოდი იყო. მისივე განმარტებით, სირთულეებია გაყიდვების კუთხით, ამასთან შეინიშნება ფასების მკვეთრი ვარდნა.
„2023 წლის პირველი ექვსი თვე ფეროშენადნობების ბიზნესისთვის ძალიან რთული პერიოდი იყო. ურთულესი მდგომარეობაა გაყიდვების კუთხით და მკვეთრი ფასების ვარდნაა. ივლისის თვის მონაცემები არასაიმედოა, ბოლო სამი წლის მანძილზე ყველაზე დაბალი ფასები დაფიქსირდა, მაგრამ ვიტოვებთ იმედს, რომ ყველაფერი დადებითისკენ შეიცვლება.
მიუხედავად არსებული პრობლემებისა 2023 წლის პირველ ექვს თვეში ჩვენს მთავარ მიღწევად ჩავთვლიდით იმას, რომ ჩვენ, ყველაზე დიდ მწარმოებელ და დამსაქმებელ კომპანიას ქვეყანაში არ შეგვიჩერებია საწარმო სიმძლავრეები, ვაგრძელებთ იგივე დატვირთვით მუშაობას და ეს ყველაფერი არ აისახება ჩვენს დასაქმებულებზე“ - ამბობს ის.