მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FIBA-მ ევრობასკეტის კვლევა გამოაქვეყნა

641d8a197d86f
ირაკლი მოდებაძე
26.03.23 23:00
619
კომპანია Nielsen Sports-მა FIBA Europe-სთან ერთად ევრობასკეტ 2022 მასპინძელი ქალაქების სარგებლიანობის სრული კვლევა წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატს თბილისი, ბერლინი, მილანი, კიოლნი და პრაღა მასპინძლობდნენ. საერთო შეფასებით, ევრობასკეტის მონეტარულმა სარგებელმა ჯამში 270 მილიონი ევრო შეადგინა, რაც სამ ნაწილად იყოფა: ეკონომიკური, მედია და სოციალური, თუმცა პირველს უდიდესი წილი ეკუთვნის - 227 მილიონი ევრო.

ქალაქებში ყველაზე მეტი სარგებელი ბერლინმა მოიტანა, მესამედი - 83 მილიონი ევრო. ეს ბუნებრივია, რადგან გერმანიის დედაქალაქმა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით, ფინალურ ფაზას უმასპინძლა. შემდეგ მოდის: კიოლნი (63), პრაღა (54), მილანი (45) და თბილისი (25).

ევრობასკეტს სულ 650 ათასი ადამიანი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ტურნირის ორგანიზატორებმა ყველაზე მეტი თანხა ბერლინში დახარჯეს, ყველაზე ნაკლები კი - თბილისში (2.75 მილიონი ევრო). მასპინძელი ქალაქებიდან ყველაზე ნაკლები მაყურებელი ევროპის ჩემპიონატს თბილისში დაესწრო (55 850), უცხოელმა ვიზიტორებმაც ყველაზე ნაკლები თანხა დღიურად საქართველოს დედაქალაქში დახარჯეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები