მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FIFA-მ 2030 და 2034 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლები დაასახელა

ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლები დაასახელა

11 დეკემბერს მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 2030 და 2034 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლები დაასახელა.

2030 წელს მუნდიალი პორტუგალიაში, მაროკოსა და ესპანეთში ჩატარდება, ხოლო ფინალი მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე უნდა შედგეს. ასევე, რადგანაც 2030 წელს მუნდიალს 100 წელი უსრულდება, სიმბოლურად თითო თამაშები ჩატარდება პირველ მასპინძელ ურუგვაიში, არგენტინასა და პარაგვაიში.

2034 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს კი საუდის არაბეთი მიიღებს, რაც საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილება აღმოჩნდა. უკვე დაიწყო წინასწარი საუბრები მილიონობით ემიგრანტი მუშების უფლებების დარღვევის შესახებ, რომლებიც მომდევნო დეკადის განმავლობაში პასუხისმგებლები იქნებიან ინფრასტრუქტურის აშენებასა და მომზადებაზე.

FIFA არასდროს ხდის საჯაროს თუ რა რაოდენობის მოგებას იღებს ადამიანის უფლებების დამრღვევ სახელმწიფოებში ტურნირების ჩატარებით, როგორიც, მაგალითად, 2022 წელს კატარის მუნდიალი იყო.

მასპინძლის არჩევის დროს ხმის მიცემის შედეგად საუდის არაბეთის კანდიდატურამ შესაძლო 500-დან 419,8 ხმა მიიღო, რაც უდიდესი მაჩვენებელია FIFA-ს არჩევნების ისტორიაში. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო საუდის არაბეთში ჩასატარებელი მუნდიალის რისკებს “საშუალო” სტატუსს ანიჭებს და ქვეყნის მასპინძლობას წინასწარ “საუკეთესო” შეფასებას აძლევს, მაშინ როცა სახელმწიფოში არ არის პრესის თავისუფლება, ირღვევა სამუშაო უფლებები და სახელმწიფო ჯერ კიდევ რეპრესიულ პოლიტიკას ატარებს საკუთარი მოსახლეობის მიმართ.

არაბები აპირებენ 11 ახალი სტადიონის აშენებას და ამავდროულად 4-ის განახლებას, 185 ათასი ახალი სასტუმრო ოთახის დამატებას და აეროპორტის, ტრასებისა და სარკინიგზო გზების გაშენებას. აღსანიშნავია, რომ ტურნირი ქვეყნის ადგილმდებარეობის გამო დიდი ალბათობით ზამთარში ჩატარდება, რადგან ზაფხულობით ტემპერატურა ხშირად 50 გრადუსს აღემატება, რაც ფეხბურთის სათამაშოდ შეუსაბამო გარემოა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წელს ერთდროულად სამ ქვეყანაში აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში ჩატარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები