“Lenovo” მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალური ტექნოლოგიური პარტნიორი გახდა. ჩინური კომპანია ამ შეთანხმებით შეუერთდა “Visa-ს”, “Coca-Cola-ს”, “Hyundai-Kia-ს”, “Qatar Airlines-ს”, “Adidas-სა” and “Aramco-ს, როგორც ორგანიზაციის გლობალური პარტნიორები, რაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და 2027 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატს მოიცავს.
პრესრელიზში კომპანიამ გამოაცხადა, რომ მიაწვდის მოწყობილობებს და მონაცემთა ინფრასტრუქტურას FIFA-ს, რაც გააძლიერებს როგორც გულშემატკივართა გამოცდილებას, ასევე ორი მოვლენის მაუწყებლობას. სასპონსორო ფარგლებში “Lenovo-ს” მთავარი კომპონენტი ხელოვნური ინტელექტი იქნება, რაც გამოცდილებას ბევრად უფრო საინტერესოს გახდის.
“ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, რომ ჩვენი უახლესი ტექნოლოგია და AI ინოვაცია მთავარ ადგილს დაიკავებს მომავალ ტურნირებში და აჩვენებს მსოფლიოს უფრო ჭკვიანი ტექნოლოგიების ტრანსფორმაციულ ძალას. მონაცემთა ბაზისა და ტექნოლოგიის კომბინაცია საშუალებას გვაძლევს გულშემატკივარი უკეთ გავიცნოთ და შევუქმნათ დასამახსოვრებელი გამოცდილება” - განაცხადა “Lenovo-ს” ხელმძღვანელმა იუანქინგ იანგმა.
“Lenovo” ძირითადად ცნობილია, როგორც ტექნიკის კომპანია და მისი პროდუქტებით, განსაკუთრებით ThinkPad ლეპტოპებით, ტაბლეტებით და Motorola-ს ტელეფონებით, რომელთაც ორივე ტურნირის განმავლობაში გამოიყენებენ.
ცნობისთვის, გასულ წელს, 2023-26 წლების ფისკალური ციკლის პირველ ნაწილში, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 1,17 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. აქედან უდიდესი 39%-იანი წილი კომერციული შეთანხმებებიდან მოდის, რაც დაახლოებით 456 მილიონი დოლარია.