განახლებულ საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას წელს 32 გუნდი მიიღებს, ხოლო მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ცნობით გამარჯვებული გუნდი $125 მილიონს მიიღებს.
საპრიზო ფონდი, რომელიც მთლიანობაში $1 მილიარდს შეადგენს, ორ ნაწილად იქნება გაყოფილი: სპორტულ ნაწილზე $475 მილიონი, ხოლო მონაწილეობაზე $525 მილიონი გამოიყოფა.
სპორტული ნაწილის მიმართულებით თანხა ასე განაწილდება: ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვება - $2 მილიონი, ფრე - $1 მილიონი, მერვედფინალში გასვლა - $7,5 მილიონი, მეოთხედფინალში გასვლა - $13,125 მილიონი, ნახევარფინალში გასვლა - $21 მილიონი, ვიცე-ჩემპიონობა - $30 მილიონი, ჩემპიონობა - $40 მილიონი.
მონაწილეობის მხარეს რაც შეეხება, ევროპული კლუბები $12.81-დან $38.19-მდე მილიონს გაინაწილებენ, რომლის რეიტინგიც კომერციულ და სპორტულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეიქმნება, თითოეულ სამხრეთ ამერიკულ კლუბზე $15.21 მილიონი იქნება გამოყოფილი, ჩრდილოეთ, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის კლუბები - $9.55 მილიონს მიიღებენ, ისევე როგორც აზიისა და აფრიკის კონტინენტის წარმომადგენლები, ხოლო ოკეანეთის კლუბებზე - $3.58 მილიონია გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, რომ FIFA-ს საკლუბო მუნდიალი 15 ივნისიდან 13 ივლისამდე აშშ-ში ჩატარდება, რომლის დაწყებამდეც სპეციალური, მცირე სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება უშუალოდ გუნდების კიდევ უფრო გასაძლიერებლად.