მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო მუშაობს ისეთი წესის შემუშავებაზე, რომელიც VAR-ს მსოფლიო ჩემპიონატზე დამატებით უფლებებს შესძენს.
ორგანიზაციის მაღალჩინოსნები ითხოვენ, რომ ვიდეორეფერის თამაშის უფრო წვრილ ასპექტებშიც შეეძლოს ჩარევა - მაგალითად, არასწორად დანიშნულ კუთხურზე, ან მეორე ყვითელი ბარათის გადახედვაზე - დღევანდელი წესით, VAR-ს მხოლოდ პოტენციური საწითლე, ან საჯარიმოს ფარგლებში მომხდარ ჯარიმებში შეუძლია ჩარევა - მეორე ყვითელი ბარათი, ან თუნდაც არასწორად დანიშნული ჯარიმა, ამჟამად განხილვას არ ექვემდებარება.
FIFA-ს სურს, რომ მოახლოებულ მუნდიალზე მსაჯების გადაწყვეტილებები მაქსიმალურად სამართლიანი და ზუსტი იყოს.
თუ ეს ცვლილება განხორციელდება, მომავალი ზაფხულის 48-გუნდიანი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება პირველი, რომელიც VAR-ის გამოყენებას კუთხურების გადასაწყვეტად დაიწყებს - ტექნოლოგიით, რომელიც გამოყენებული იქნება იმის შესაფასებლად, სრულად გადაკვეთა თუ არა ბურთმა ხაზი ან რომელი გუნდი შეეხო ბურთს ბოლოს.
The Times წერს, რომ ამჟამად მიმდინარე არაბული სახელმწიფოების თასზე იტესტება ახალი წესი, რომელიც მიმართულია იმ ფეხბურთელებთან ბრძოლაზე, ვინც დროის გაწელვის მიზნით ტრავმებს იმიზეზებს.
კერძოდ კი, ფეხბურთელი, რომელსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდება, იძულებული ხდება მოედანი ორი წუთით დატოვოს, თუ მასზე დაჯარიმების შემდეგ მეტოქეს ყვითელი ან წითელი ბარათი არ მიუღია.




























