მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FIFA-ს დათვლებით, გასულ სეზონში საფეხბურთო კლუბებმა აგენტებს 888 მილიონი დოლარი გადაუხადეს

საფეხბურთო აგენტების შემოსავლები

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს გამოთვლებით, საფეხბურთო კლუბებმა მოთამაშეების აგენტებზე 888 მილიონი დოლარი დახარჯეს, რაც რეკორდული შემოსავალია.

2022 წელს კლუბებმა აგენტებს 623 მილიონი დოლარი გადაუხადეს, რის შემდეგაც აგენტების შემოსავლებმა 42,5%-იანი ზრდა განიცადა. რეკორდი კი 2019 წელს დაფიქსირდა, როდესაც აგენტებმა 655 მილიონი დოლარი მიიღეს.

FIFA-ს საერთაშორისო ტრანსფერების სააგენტოს ცნობით ყველაზე დიდი თანხა, 280 მილიონი დოლარი, ინგლისელებმა გადაიხადეს.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას სურს, რომ აგენტების გადასახადები შემცირდეს 3%-ით ყველა იმ მოთამაშეზე, რომელსაც წელიწადში 161 ათას გირვანქა სტერლინგზე მეტი ანაზღაურება აქვს და ამავდროულოდ თანხის მხოლოდ 10% მიიღონ.

ინგლისელების შემდეგ აგენტების ანაზღაურებების მიმართულებით არაბები მოდიან, რომლებიც ფეხბურთის ვარსკვლავების გაფორმებისთვის ასტრონომიული თანხების გადახდას არ თაკილობენ. ჯამში არაბებმა საფეხბურთო აგენტებს 86 მილიონი დოლარი გადაუხადეს.

ამასთან, FIFA-ს ინფორმაციით ისტორიაში პირველად, ქალთა ფეხბურთში აგენტების შემოსავლებმაც გადააჭარბა 1 მილიონ დოლარს და 2023 წელს 1,4 მილიონი დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები