მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

FIFA-ს განცხადებით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბილეთებზე რეკორდული, 500 მილიონზე მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა

მსოფლიოს ჩემპიონატი ბილეთები 2026

FIFA-მ დაადასტურა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთებზე განაცხადების რაოდენობამ 500 მილიონს გადააჭარბა ერთთვიან განაცხადების ფანჯარაში, რომელიც სამშაბათს დაიხურა. ეს ფანჯარა დეკემბერში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრისა და მატჩების კალენდრის გამოქვეყნების შემდეგ მალევე გაიხსნა და გულშემატკივრებს საშუალებას აძლევდა, კონკრეტულ მატჩებზე, კონკრეტულ კატეგორიებსა და ფასებში შეეტანათ განაცხადი.

ახლა FIFA ჩაატარებს შემთხვევით შერჩევას (ლატარიას) ჩემპიონატის 104-ვე მატჩზე და შერჩეულ კანდიდატებს ბილეთებს თებერვალში დაურიგებს.
ორგანიზაციამ უკვე გაყიდა დაახლოებით 2 მილიონი ბილეთი ოქტომბერსა და ნოემბერში, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მატჩების განრიგი ოფიციალურად გამოქვეყნდებოდა. მთლიან ტურნირზე გასაყიდად დაახლოებით 4–5 მილიონი ბილეთი რჩება.
500 მილიონზე მეტი განაცხადი, რაც სავარაუდოდ, ერთ მილიარდზე მეტ ბილეთზე მოთხოვნას ნიშნავს, რადგან თითო განაცხადი 1-დან 4 ბილეთამდე მოიცავს. ეს მიანიშნებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მთლიანობაში გადაჭარბებულად მოთხოვნადია, თუმცა მატჩების მიხედვით დეტალური სურათი შესაძლოა ოდნავ განსხვავებული იყოს.

FIFA-მ ფაქტობრივად ამ უზარმაზარი მოთხოვნით გაამართლა ბილეთების ფასები, რომლებსაც გულშემატკივრები “აღმაშფოთებელს“ უწოდებენ. ჯგუფური ეტაპიდან ფინალამდე, ფასები რამდენჯერმე აღემატება ნებისმიერი წინა მსოფლიო ჩემპიონატის ანალოგიურ ბილეთებს. ამან ზოგიერთ გულშემატკივარს, როგორც ჩრდილოეთ ამერიკაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, გადააწყვეტინა, ტურნირი ტელევიზორით ენახათ.

FIFA გულშემატკივრებს შემთხვევითი შერჩევის შედეგების შესახებ ინფორმირებას 5 თებერვლიდან ან ამის შემდეგ დაიწყებს. განაცხადები შეიძლება იყოს სრულად დაკმაყოფილებული (ყველა ბილეთი მიღებულია), ნაწილობრივ დაკმაყოფილებული (მიღებულია მხოლოდ ნაწილი) ან წარუმატებელი.
ტურნირი 11 ივნისს დაიწყება მეხიკოში და 19 ივლისს დასრულდება ნიუ-ჯერსიში. მსოფლიო ჩემპიონატის 104 მატჩს აშშ-ის, კანადის და მექსიკის 16 ქალაქი უმასპინძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები