მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი ცნობილია

საკლუბო მუნდიალი 2025

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის განახლებული საპრიზო ფონდის რაოდენობა გაამხილა.

ვინაიდან ახალ ტურნირზე მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს და თითქმის ერთი თვე გაგრძელდება, მოთამაშეები გადატვირთულ კალენდარს პრობლემად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ კიდევ ერთი ხანგრძლივი ჩემპიონატი მათ ფიზიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება და შესაძლოა, ტრავმებიც გამოიწვიოს.

ამის დასაკომპენსირებლად FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ საპრიზო ფონდად უპრეცედენტო თანხა - 1 მილიარდი დოლარი დააწესა, მაშინ როცა 2022 წლის მამაკაცთა მუნდიალის საპრიზო ფონდი 440-ს, ხოლო 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის 110 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ამ რიცხვებით ტურნირი მხოლოდ უეფას ჩემპიონთა ლიგას ჩამორჩება, რომლის ბიუჯეტი 2,47 მილიარდს აღწევს. ჯერჯერობით უცნობია საპრიზო თანხა როგორ განაწილდება, თუმცა სავარაუდოა, რომ ჩემპიონი გუნდი 100 მილიონს მიიღებს.

საკლუბო მუნდიალის ოფიციალური გამშუქებელი DAZN იქნება, რომლისგანაც FIFA-მ 1,05 მილიარდი დოლარი მიიღო.

თავდაპირველად ტურნირზე ბილეთების ღირებულება რამდენიმე ათას დოლარსაც აღწევდა, თუმცა მაყურებლების მცირე ინტერესის გამო ფასებმა საშუალოდ 300 დოლარი შეადგინა. ამასთან ჩემპიონატში მონაწილე კლუბებისთვის სპეციალური მცირე სატრანსფერო ფანჯარა 1-10 ივნისის ჩათვლით იქნება ღია, რა დროსაც შემადგენლობის გაძლიერების შესაძლებლობა ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ განახლებული საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში გაიმართება და მას აშშ-ს 11 ქალაქის 12 სტადიონი უმასპინძლებს. ფინალისთვის ნიუ-ჯერსიში მდებარე “მეტლაიფის” სტადიონია არჩეული, რომელიც 82 500 ადამიანს იტევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები