მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ტოკიოში გამართულ კონფერენციაზე წამოჭრა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები არა კლუბებს შორის მოლაპარაკებით, არამედ სპეციალური ალოგრითმით დადგინდეს.
საუბარია კომპიუტერულ ალგორითმზე, რომელსაც კონკრეტული ფეხბურთელის ზუსტი სატრანსფერო ფასის შედგენა დაევალება.
ამ სისტემის შემოღებით ინფანტინოს სურვილია ამაღლდეს სატრანსფერო სისტემის გამჭვირვალობა, დადგინდეს ადეკვატური ფასები და დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს საკითხის უფრო სწრაფად მოგვარებაში.
უკანასკნელი ცვლილება, რომელიც სატრანსფერო ბაზარს შეეხო ფინანსური ფეარ პლეის წესია, რომლის მიხედვითაც ფეხბურთის მმართველი ორგანოები კლუბებს უკრძალავენ იმაზე მეტის დახარჯვას, ვიდრე წლის განმავლობაში გამოიმუშავებენ. ტრანსფერების განხორციელებისას ამ წესის დარღვევის გამო დღემდე ბევრი კლუბი დაისაჯა.
შეგახსენებთ, რომ ჯანი ინფანტინო FIFA-ს პრეზიდენტად 2016 წელს აირჩიეს, 2019 წელს მეორე ვადით, ხოლო მესამე ვადით კი 2023 წელს. მისი ინიციატივაა ასევე ისიც, რომ იმ კლუბს რომლის გულშემატკივრებიც რასიზმს გამოავლენენ, მათ გუნდს ავტომატური წაგება ჩაეთვალოს.