მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

FIFA-ში პენალტის შესრულების წესის შეცვლაზე მსჯელობენ

პენალტის შესრულების წესის ცვლილება

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია - FIFA თამაშის წესებში კიდევ ერთი, თანაც მასშტაბური ცვლილების შეტანას აპირებს.

საუბარია პენალტის შესრულების წესზე, რომლის მიხედვითაც თამაშის დროს დანიშნული პენალტი, იმავე პრინციპით უნდა შესრულდეს, როგორითაც ეს 11-მეტრიანების სერიაში ხდება. კონკრეტულად, თუ მეკარე დარტყმას მოიგერიებს, ამ შემთხვევაში თამაში შეჩერდება. შესაბამისად, შემტევი გუნდის ფეხბურთელებს ბურთზე თამაშის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. შეტევის გაგრძელების ნაცვლად, კარიდან დარტყმა დაინიშნება.

ამავე დროს, არ არის გარკვეული, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბურთი ძელს ხვდება და თამაშში რჩება. ამ ასპექტზე FIFA-ში კვლავ მსჯელობენ.

ახალი წესის ამოქმედება 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ახალი სეზონის დაწყებისას იგეგმება.

საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციების საბჭომ (IFAB), კლუბებთან და ფედერაციებთან კონსულტაციების შემდეგ უარყო მსგავსი წინადადებები. უახლოესი ინფორმაციის მიხედვით კი, FIFA ახალი წინადადების წარდგენას მალე აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები