მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფილარმონიას ახალი დირექტორი ჰყავს

5ddbd74bee807
თელარა გელანტია
25.11.19 17:35
3234
შპს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის დირექტორად ვასილ ვაშაკიძე დაინიშნა.

ცვლილება ბიზნეს-რეესტრში 21 ნოემბერსაა ასახული.

როგორც bm.ge-ის ქონების სააგენტოში განუცხადეს, ვასილ ვაშაკიძე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსია და პარალელურად, ფილარმონიის დირექტორიც იქნება.

„დროებითი დირექტორია“, - აცხადებენ ქონების სააგენტოში.

ცნობისთვის: შპს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის დირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან" არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა და „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი" 100%-იანი წილის მართვის უფლებით ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ხელშეკრულების მოშლის საფუძველი გახდა „ინტერნეიშენალ ივენთის" მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათ შორის საკონცერტო დარბაზის განვითარების მიზნით ინვესტიციის ვადაგადაცილებით განხორციელება, წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის პირობის დარღვევა, მართვის საზღაურის გადაუხდელობა და სხვა.
შპს „ინტერნეიშენალ ივენთის" მხრიდან დავალიანების დაფარვის მოთხოვნის მიზნით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი შეიტანა საქალაქო სასამართლოში.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ 9 ნოემბერს გავრცელებულ რელიზში ეწერა, რომ სახელმწიფო შეიმუშავებდა „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის" განვითარების გეგმას და მოიზიდავდა სახსრებს შემდგომში მისი განხორციელებისთვის, თუმცა აღნიშნული გეგმა, ჯერჯერობით, უცნობია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები