მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფილარმონიასთან მათე დევიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს - გადაკეტილია მელიქიშვილის გამზირი

აქცია ფილარმონიასთან

ფილარმონიასთან, მსჯავრდებულ მათე დევიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს - აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს.

მათე დევიძე 19 ნოემბერს, სწორედ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “ძირს ივანიშვილის რეჟიმი", "ძირს უსამართლო სასამართლო”.

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები