ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით „მედიის სოლიდარობის მარში“ მიმდინარეობს. მედიის წარმომადგენლები ფილარმონიასთან არიან შეკრებილები და რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.
ფილარმონიასთან მედიის წარმომადგენლებს აქციის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილები.




























