მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფილარმონიის მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგს თბილისის მერია მოაწყობს

61e939da25df8
ბექა ბაციკაძე
21.01.22 09:45
1568

"ფილარმონიის მიმდებარედ, მიწისქვეშა პარკინგს თბილისის მერია მოაწყობს“, - განცხადება "საქმის კურსთან" თბილისის მერიის, ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა გააკეთა.

„პროექტი მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ განხორციელდება“, - ამბობს წილოსანი.

მისივე თქმით, მიწისქვეშა პარკინგების თემა დედაქალაქის მერიისთვის ისევ აქტუალურია.

ამასთან, ვიქტორ წილოსანი აცხადებს, რომ ბიზნესისთვის შეთავაზებული იყო 10 ლოკაცია პარკინგების მოსაწყობად და დედაქალაქის მერია მზად იყო, ეს ტერიტორიები კერძო სექტორისთვის უფასოდ გადაეცა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პარკირება საქართველოში ძალიან იაფი ღირს, ბიზნესმა ინტერესი არ გამოხატა.

კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა, რომ ათივე ლოკაციაზე, რომლითაც კერძო სექტორი არ დაინტერესდა, მიწისქვეშა პარკინგების პროექტი თბილსის მერიამ განახორციელოს, ვიქტორ წილოსანი გვპასუხობს, რომ მელიქიშვილის რეაბილიტაციის პროექტიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ლოკაციაზეა მიღებული.

პარკირება კერძო ავტომობილით გადაადგილების ერთგვარი წახალისებაა... ადგილებს არ ვამატებთ - ვიქტორ წილოსანი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები