მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Financial Times-მა და OpenAI-მ ლიცენზირების ხელშეკრულება გააფორმეს

OpenAI

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფინანსურმა გამოცემამ, ბრიტანულმა Financial Times-მა და ChatGPT-ის შემქმნელმა OpenAI-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებში, ChatGPT დასწავლისთვის FT-ის მასალებს გამოიყენებს, ხოლო გამოცემა OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის სერვისებზე წვდომას მიიღებს და ტექნოლოგიის განვითარებაში ჩაერთვება.

აღნიშნული გარიგება, როგორც იცით, არ არის პირველი შემთხვევა, როცა OpenAI-ისა და მედიასაშუალებებს შორის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით თანამშრომლობა იწყება. ამ დროისთვის, OpenAI-ის მონაცემთა ბაზაში შედის, როგორც Axel Springer-ის ჰოლდინგში შემავალი კომპანიების, ასევე AP-ის მიერ გენერირებული კონტენტი. როგორც ცნობილია, ლიცენზირების ხელშეკრულებისთვის OpenAI გამოცემებს $5 მილიონამდე უხდის.

თუმცა არსებობენ გამოცემები, რომელთაც OpenAI-სთან რადიკალურად განსხვავებული, შეიძლება ითქვას, მეტად დაძაბული ურთიერთობა აქვთ. გასული წლის დეკემბერში, მაგალითად, The New York Times-მა OpenAI-ისა და Microsoft-ის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო, რომელიც გამოცემის მიერ შექმნილი კონტენტის შესაძლო უნებართვო გამოყენებას გულისხმობს. ასეთივე დავა OpenAI-ის წინააღმდეგ რამდენიმე შედარებით მცირე ზომის გამოცემამაც დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები